logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.11.2025 სიახლე

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება


Image

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება.

შეხვედრები უკვე გაიმართა ბაგრატიონი 1-ის, ბაგრატიონი 2-ის, თამარის, ბონი-გოროდოკის, ძველი ბათუმის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, აღმაშენებლის, აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს, ასევე დააფიქსირონ თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას.

საჯარო განხილვები ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://shorturl.at/ieO64

• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/DLoWn