ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება.
შეხვედრები უკვე გაიმართა მწვანე კონცხის, თამარის, ბონი-გოროდოკის, ბაგრატიონი 1-ის, რუსთაველის, ძველი ბათუმის, ბაგრატიონი 2-სა და ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.
საჯარო განხილვების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.
• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://batumi.gov.ge/budget
• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/2XU66