logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.11.2026 სიახლე

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა


Image

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა.

საჯარო განხილვები 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 614 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://batumi.gov.ge/budget