logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.10.2026 სიახლე

ბათუმის №8 საჯარო სკოლას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა


Image

ბათუმის №8 საჯარო სკოლას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკასა და სასკოლო სივრცეებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.

მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ხაზი გაუსვეს სკოლის მნიშვნელოვან როლს რეგიონის საგანმანათლებლო ცხოვრებასა და ღირსეული თაობების აღზრდის პროცესში.

საიუბილეო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის 70-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომზადებული მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალიზებული ნომრებით დასრულდა.

მიმდინარე წელს ბათუმის №8 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ სასკოლო გარემოში დაიწყეს.