logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.03.2026 სიახლე

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების ტრადიციული გამოფენა გაიმართა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბოტანიკურ ბაღში კამელიების ტრადიციულ გამოფენას დაესწრო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კამელიის 90-ზე მეტი ჯიში და ჰიბრიდული ფორმა.

კამელიების უძველესი კოლექცია ბაღში მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექციად მიიჩნევა და ყოველწლიურად განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებში.

გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.