10.03.2026
სიახლე
ბათუმის დასუფთავების სამსახურის ერთგული თანამშრომელი
გაიცანით ბატონი ნოდარი სარიძე, ბათუმის დასუფთავების სამსახურის ერთგული თანამშრომელი, რომელიც უკვე 24 წელია ზრუნავს ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოზე.
ბატონი ნოდარის სამუშაო დღე დილის 06:00 საათზე იწყება. ყოველდღიურად ასუფთავებს ქუჩებსა და გამწვანებულ სივრცეებს, საკუთარი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული სიყვარულით. მისთვის ბათუმის სისუფთავე მხოლოდ მოვალეობა არ არის ეს არის მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ვაფასებთ და გულითად მადლობას ვუხდით ბატონ ნოდარს მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის და ღირსეული მაგალითისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვაძლევს.