30.10.2024
სიახლე
ბათუმის ესტაკადის გზაგამყოფ ზოლში ყვავილების დარგვა დაიწყო
ბათუმის ესტაკადის გზაგამყოფ ზოლში შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.
1 თვის განმავლობაში სკვერებში, პარკებში, წრიულებსა და გზაგამყოფებზე ჩითილების დარგვა გაგრძელდება.
წლის ბოლომდე ქალაქში 500 000-ამდე ყვავილი დაირგვება.