logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.04.2025 სიახლე

ბათუმის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გზის მონიშვნის სამუშაოები...


Image

ბათუმის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გზის მონიშვნის სამუშაოები. გზაგამყოფი ზოლები და ქვეითთა გადასასვლელები მაღალი ხარისხის მდგრადი საღებავით იღებება.

პარალელურად გრძელდება საგზაო ნიშნების განახლება. ასევე დაგეგმილია შუქნიშნების ახალ ლოკაციებზე განთავსება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.