04.04.2026
სიახლე
ბათუმის მერი აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად აღმაშენებლის სერვისცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მოსახლეობისგან შემოსულ საკითხებზე მუშაობას მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად განაგრძობს.
„მნიშვნელოვანია ყველა საკითხის კონკრეტულ გადაწყვეტამდე მიყვანა, ამ პროცესში კი, მთავარი პრიორიტეტი ბათუმელების საჭიროებები და ინტერესებია,“ - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი ცინცაძემ.