logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
12.12.2025 სიახლე

ბათუმის მერი ანტინარკოტიკული კამპანიის - „მე მომავალში” ღონისძიებას დაესწრო


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ანტინარკოტიკული კამპანიის - „მე მომავალში” რეგიონის მასშტაბით შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ინიციატივის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ფარგლებში, ბათუმის ათი საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, დასკვნით ეტაპზე კი, თამაშებში გამარჯვებულების, კომიქსებისა და ესეების კონკურსში მონაწილეების დაჯილდოება.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.