logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.03.2025

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი „ლიდერთა სკოლის“ ახალგაზრდებს შეხვდა


Image

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ ბაკურიანში, „ლიდერთა სკოლის“ ახალგაზრდებს შევხვდი. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, გავცნობოდი მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს და გვესაუბრა საინტერესო თემებსა და გამოწვევებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იდეები და ჩვენ, როგორც ქალაქის თვითმმართველობა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდულ ინიციატივებს.

მადლობას ვუხდი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრს ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებისათვის, რომელიც ახალ თაობას აძლევს საშუალებას, შეიძინოს ფასეული ცოდნა და უნარები“ - არჩილ ჩიქოვანი.