logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.08.2026 სიახლე

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელს, თემურ ვასაძეს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.

ისაუბრეს იმ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც ბაღის შემდგომ განვითარებას უკავშირდება, ასევე, არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მოვლა-პატრონობის საკითხებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ბოტანიკურ ბაღს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულების საშუალებას მისცემს.

„ბუნებრივ და სამეცნიერო ღირებულებებთან ერთად, ბოტანიკური ბაღი ბათუმის ტურისტული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენი რეგიონის გამორჩეული მიზიდულობის ადგილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბაღი მუდმივად ვითარდებოდეს, ინარჩუნებდეს მის უნიკალურ ბუნებრივ გარემოს და, ამავდროულად, კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გახდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბათუმის ბოტანიკური ბაღის, არამედ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებაც. ორი უნიკალური სივრცე ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ გამოცდილებას ქმნის და აჭარის ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

ჩვენი მიზანია, არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, შევინარჩუნოთ ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც ამ ადგილებს გამოარჩევს და მათ განვითარებას გრძელვადიანი ხედვით მივუდგეთ“, - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.