ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
გიორგი ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე, ტურისტების მზარდ რაოდენობასა და ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ბათუმსა და ინდოეთის ქალაქებს შორის დამეგობრებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ინდოეთს შორის ტურისტული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.