logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.08.2026 სიახლე

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა.


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა.

„ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები და სტუდენტები გაეცნენ თვითმმართველობის არსს, საკრებულოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, უფლებამოსილებებს, კომპეტენციებსა და ფუნქციებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებთან გრძელვადიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ფორმატის შექმნას, სადაც გამოცდილების გაზიარება, დისკუსია და იდეების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდება.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის ულან ტლეუგალის მასპინძლობით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცე დაათვალიერეს, სადაც ქალაქისა და ნავსადგურის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატებია დაცული.