25.09.2026
სიახლე
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
დღეს „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნით ღონისძიებას და „საპატიო ხელვაჩაურელების“ დაჯილდოების ცერემონიას დავესწარი.
ხელვაჩაური აჭარის რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომელთანაც ჩვენს ქალაქს ბევრი საერთო აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ერთად აღვნიშნოთ და დავაფასოთ ჩვენი რეგიონის ტრადიციები და ადამიანები, რომლებიც მათი შენარჩუნებისთვის ზრუნავენ.
ვულოცავ თითოეულ „საპატიო ხელვაჩაურელს“ დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი
გიორგი ცინცაძე