ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“ გახსნის ცერემონიას დაესწრო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ბათუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია მასპინძლობდა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
კონფერენციის მიზანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარება, ასევე პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.