logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
04.11.2026 სიახლე

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბათუმსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობასა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ბათუმის, როგორც ტურისტული ცენტრის, მნიშვნელობაზე და მის მიმზიდველობაზე სომხეთის მოქალაქეებისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბათუმსა და სომხეთის ქალაქ ვანაძორს შორის არსებული დამეგობრებული ურთიერთობები და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები.