ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ტაოს ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
დაიწყო დროებითი ღონისძიებების განხორციელება სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ხოლო სამომავლოდ წყალმომარაგების სისტემის კაპიტალური მოწყობა იგეგმება.
მერმა ადგილზე დაათვალიერა არსებული მდგომარეობა და მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს უშუალოდ გაეცნო. ისაუბრეს უბანში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სამომავლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
გიორგი ცინცაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერიის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
ბათუმის მერია ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებული ინფრასტრუქტურული თუ კომუნალური საკითხების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და უბნების განვითარების პრიორიტეტები.