logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.05.2026 სიახლე

ბათუმის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აკაკი შანიძის ქუჩის №26-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების პროცესს გაეცნო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტის გამაგრება ფუძე-საძირკვლის მონაცვლეობის პრინციპით, ასევე, ფუნდამენტის შიდა და გარე კედლების გამაგრება არმირებული ბადით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული კიბეების ახლით ჩანაცვლება.

სამუშაოების დასრულების შემდგომ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 60 ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში განაგრძობს.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 12 საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს სამუშაოები უკვე დასრულდა 3 მისამართზე, ხოლო მიმდინარეობს 2-ზე.

ბათუმის მერმა, ასევე, ქეთევან წამებულის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა და რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

პროექტი ითვალისწინებს ქეთევან წამებულის ქუჩასა და ჩიხებში სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.