ბათუმის მერი ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვედა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათთვის აქტუალური საკითხების განხილვა იყო. ყურადღება გამახვილდა როგორც მიმდინარე პრობლემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.
მოსახლეობამ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები და კონკრეტული წინადადებები გაუზიარა. გიორგი ცინცაძემ განსახილველი საკითხების ეტაპობრივად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ მიაწოდა მათ ინფორმაცია.
ბათუმის მერი მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას განაგრძობს მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში.