ბათუმის მერი კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ნარჩენების მართვის საკითხებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა.
კამპანია საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, განიხილეს ნარჩენების მართვის პოლიტიკა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და არსებული საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და რეგიონში ეკომეგობრული ინიციატივების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მუნიციპალიტეტების მერები.