logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
04.09.2026 სიახლე

ბათუმის მერი კასპიის ენერგეტიკული კლუბის თავმჯდომარეს ტელმან ალიევს და კლუბის წევრებს შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე კასპიის ენერგეტიკული კლუბის თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს და კლუბის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

გიორგი ცინცაძემ სტუმრებს ბათუმში მიმდინარე პროექტები და ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის მოსახლეობის ზრდის პარალელურად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, ურბანულ მობილობასა და ქალაქის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია, მათ შორის ახალი სავაჭრო და ბიზნეს სივრცეების შექმნა. გიორგი ცინცაძის თქმით, ბათუმში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება და მუნიციპალიტეტი მზად არის ახალი იდეების, ინიციატივებისა და პარტნიორობისთვის.

თავის მხრივ, ტელმან ალიევმა საქართველოში და, მათ შორის, ბათუმში სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებია. 

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ბათუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც ქალაქს ახალი პარტნიორებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიების მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე, ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე, სსიპ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის“ უფროსი არჩილ გირკელიძე და საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი.