logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
12.04.2026 სიახლე

ბათუმის მერი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო ღვთისმსახურების დაწყებამდე ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის შეხვდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.