ბათუმის მერი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ბათუმის მერი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
გიორგი ცინცაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს და ტრაპიზონის მერს აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა.
ბათუმსა და ტრაპიზონს 2000 წლიდან აკავშირებს დაძმობილების ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა და მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ქალაქებს აახლოებს როგორც შავი ზღვის საერთო სივრცე, ისე ხალხებს შორის არსებული კავშირები.
თურქ კოლეგებთან შეხვედრებისას მხარეებმა შეაფასეს არსებული თანამშრომლობა, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
ბათუმსა და ტრაპიზონს შორის არსებული მეგობრობა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია. როგორც შეხვედრაზე ითქვა ეს ურთიერთობები მომავალშიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და მუნიციპალური განვითარების მიმართულებებით.