19.11.2026
სიახლე
ბათუმის მერი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა.
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს ანა რიჩის შეხვდა.
შეხვედრაზე ბათუმის მუნიციპალიტეტსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და საჭიროების მქონე პირებისთვის სერვისების წვდომაზე.
გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის გუნდის აქტიური ჩართულობით, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარეებს შორის არსებული პარტნიორობა.