logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.12.2025 სიახლე

ბათუმის მერი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ბათუმის მერმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც კონკრეტულად ქალაქების პარტნიორობას მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ბათუმთან დამეგობრებულია ისრაელის ორი ქალაქი - აშდოდი და ნეთანია, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას არაერთ სფეროში.

ბათუმის მერმა ელჩს, ასევე, ქალაქის ტურისტული პოტენციალი, ამ მიმართულებით დინამიკის დადებითი ზრდა, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების თაობაზე სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს - MASHAV-ის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდა.