24.04.2026
სიახლე
ბათუმის მერი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნის შეხვდა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბათუმისა და უკრაინის მუნიციპალიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობების საკითხზე.
მერმა მადლობა გადაუხადა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს სტუმრობისთვის და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი საკონსულო საკითხებში ანდრი ბილიკი.