07.01.2026
სიახლე
ბათუმის მერი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურების დაწყებამდე ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის შეხვდნენ და პირადად მიულოცეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
ბათუმის მერი, ასევე, ალილოს მსვლელობას შეუერთდა.