logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
16.04.2026 სიახლე

ბათუმის მერი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში ნარინე მათოსიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქალაქში მიმდინარე პროექტებზე, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ბათუმსა და სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვანაძორს შორის გაფორმებულია დამეგობრების მემორანდუმი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ამ მიმართულებებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების თაობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებით ორ ქალაქს შორის ურთიერთობების განვითარებას ხელშეწყობაზე.