logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.01.2026 სიახლე

ბათუმის მერი სპორტულ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის სპორტულ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დღეიდან სულხან აბულაძე შეასრულებს, რომელიც ამავე უწყებაში უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სპორტული ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, სამწვრთნელო და სასწავლო პროცესები, ასევე, სამომავლო გეგმები, რომლებიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს.