logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
08.05.2026 სიახლე

ბათუმის მერი თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული საჭიროებები გააცნეს.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს დაეფუძნოს და თითოეულ უბანში არსებული პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს.