ბათუმის მერი თურქეთის რესპუბლიკის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში იაშარ ერგუნი მასპინძლობდა, რომელმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადა პარტნიორული ურთიერთობებისა და თურქი ხალხის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისთვის.
ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.