logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
17.10.2026 სიახლე

ბათუმის მერი ვეტერანის დღესთან დაკავშირებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ტურნირს დაესწრო


Image

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან შოთა ყიფიანთან ერთად, ვეტერანებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ტურნირს დაესწრო.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ადამიანებს, რომელთა სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს და რომელთა ღვაწლიც მომავალი თაობებისთვის სამშობლოს სიყვარულის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

პატივს მივაგებთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირეს და რომელთა თავდადება არასოდეს მიეცემა დავიწყებას.

მადლობას ვუხდი თითოეულ ვეტერანს თავდადებისათვის და გაწეული უანგარო სამსახურისთვის. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და მხნეობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას - მათ ოჯახებს“, - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რეგიონში მცხოვრები ვეტერანები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.