logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.11.2024

ბათუმის მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას


Image

ბათუმის მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები, სადაც უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქალაქის მასშტაბით გრძელდება სანიაღვრე ჭების, ცხაურებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

მიმდინარეობს შტორმის შედეგად დანაგვიანებული ახალი ბულვარის პრომენადის დასუფთავება.

გამწვანების სამსახური ახორციელებს დაზიანებული მცენარეების მოვლის ღონისძიებებს ცენტრალურ პარკში. უკვე დასრულდა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხის სალიკვიდაციო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ სკვერში.

დაიტბორა რამდენიმე ლოკაცია, სადაც განხორციელდა ამოტუმბვის სამუშაოები.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი ოჯახებს კომისიური წესით აუნაზღაურდებათ.