ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის სამძიმარი
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ეს არის უმძიმესი დანაკლისი არა მხოლოდ ქართული ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
მისი უწმინდესობა ათწლეულების განმავლობაში სიბრძნით, სიყვარულითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წინ მიუძღოდა და აძლიერებდა ერს, გვინერგავდა სარწმუნოების, ტრადიციებისა და სამშობლოს სიყვარულის ფასეულობებს. მისი გარდაცვალება მნიშვნელოვანი ეპოქის დასასრულია, რომლის სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებსაც გაუნათებს გზას.
ვუსამძიმრებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და ყველა მორწმუნეს ამ უდიდეს ტკივილს.
ბათუმის მერი
გიორგი ცინცაძე