logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.09.2026 სიახლე

ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსუს პროვინციისა და ქალაქ ლიანიუნგანგის წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა


Image

ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსუს პროვინციისა და ქალაქ ლიანიუნგანგის წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამაზ იმერლიშვილი და ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე.

მხარეებმა ბათუმსა და ძიანგსუს პროვინციას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ ისაუბრეს.

ბათუმსა და ლიანიუნგანგს შორის თანამშრომლობის საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, როდესაც ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ განზრახვის წერილი გაფორმდა, ხოლო ლიანიუნგანგსა და ბათუმის პორტებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პორტების განვითარებასა და ლოგისტიკას, სატრანზიტო შესაძლებლობებს, ტურიზმს, ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობას.

ჩინეთის მხარემ დაინტერესება გამოხატა ბათუმის პორტის განვითარების, მისი ოპერირების მოდელისა და მხარდამჭერი პოლიტიკის გაცნობით. ასევე გამოითქვა სურვილი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაზრდის მიმართულებით.