logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.06.2025

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა.

„მაქვს პატივი პირადად მივულოცო მუსლიმ თემს ბაირამის დღესასწაული. ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები, ვიზიარებთ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას და ეს არის ჩვენი ძალა. მადლობა მუსლიმ თემს თანადგომისა და ერთობისათვის. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - აღნიშნა გიორგი მურვანიძემ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა. ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრავი დღესასწაულია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.