ბათუმის მერმა ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა. მოისმინა მათი საჭიროებები, წინადადებები და ინიციატივები.
შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებმა მერს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მიმართეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კეთილმოწყობას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, სოციალურ პროგრამებს, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.
მერმა თითოეული საკითხი დეტალურად მოისმინა და შესაბამის სამსახურებს მათი დროული შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში ეფექტიანი რეაგირება დაავალა.
იმ საკითხებზე, რომლებიც დამატებით ადმინისტრაციულ პროცედურებს ან სხვა უწყებების ჩართულობას საჭიროებს, მუშაობა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაგრძელდება.