31.08.2026
სიახლე
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
ეთერ მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი და სატყეო ინჟინერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
წლების განმავლობაში მუშაობდა მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის ბულვარს.
გიორგი ცინცაძემ ეთერ მაჭუტაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა გამწვანების სამსახურის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.