10.07.2026
სიახლე
ბათუმის მერმა მე-2 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას, განახლებული წიგნადი ფონდით აღჭურვას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ბიბლიოთეკებში.
აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 30-მდე საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო რემოდელირებული ბიბლიოთეკები, ხოლო 11 სკოლაში მიმდინარეობს ახალი ბიბლიოთეკების პროექტირება.