logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.10.2026 სიახლე

ბათუმის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათების სისტემა. სკვერის მიმდებარედ დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია სრულად გამწვანდება.

ტბეთის ქუჩის №60-დან თამარ მეფის გამზირამდე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მდინარე ყოროლისწყალზე 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები.

ბათუმის მერი ასევე იმყოფებოდა ტაბიძის ქუჩის №31-№39-ში, სადაც სკვერის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სრულად განახლდა არსებული სკვერი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გაფართოვდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო დასასვენებელი სივრცე.

სამუშაოების დათვალიერებისას ბათუმის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეებმა უბანში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ასევე, მერს საკუთარი მოსაზრებები და სურვილები გააცნეს.

2026 წელს ბათუმში უკვე დასრულდა 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 18 მისამართზეა დაგეგმილი.

გიორგი ცინცაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე და საკრებულოს დეპუტატები.