logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
19.10.2026 სიახლე

ბათუმის მერმა საჯარო ბიბლიოთეკის განახლებული სივრცეები დაათვალიერა


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განახლებული სივრცეები დაათვალიერა.

ბიბლიოთეკა მკითხველს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და კულტურულ სერვისებს სთავაზობს.

იფუნქციონირებს სამი სამკითხველო კლუბი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მოეწყო რარიტეტული წიგნების მუდმივმოქმედი გამოფენა. წიგნადი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკართა ჯგუფი, რომლის წევრებიც დაინტერესებულ სტუმრებს ბიბლიოთეკის ტურს შესთავაზებენ და მათ უნიკალურ გამოცემებს გააცნობენ.

გარდა ამისა, ბიბლიოთეკის შიდა ეზოში სამკითხველო და სამუშაო სივრცე მოეწყო, რაც მკითხველებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის და ბიბლიოთეკის სერვისებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.

ბიბლიოთეკა ასევე ჩაერთო ევროპული ახალგაზრდული ბარათის პარტნიორთა ქსელში. ბარათის მფლობელებს სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

განხორციელებული ცვლილებები ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მიმზიდველ და საინტერესო საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი მემკვიდრეობა. სხვადასხვა ენაზე გამოცემული XVII–XVIII საუკუნეების 3 000-ზე მეტი რარიტეტული წიგნი, ბიბლიოთეკის, როგორც კულტურული კერის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.