logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
12.03.2026 სიახლე

ბათუმის მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.

ბათუმის მერმა მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია.