logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.02.2026 სიახლე

ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 10 ერთეული ახალი ავტობუსით განახლდა


Image

ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 10 ერთეული ახალი ავტობუსით განახლდა.

ახალი ავტობუსები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ დაათვალიერეს.

12-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 100-ზე მეტ მგზავრზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში მარტის თვეში დაიწყებს მოძრაობას.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სქემის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს სამარშრუტო ხაზებს, სადაც ახალი ავტობუსები გადანაწილდება.

მარშრუტების ოპტიმიზაცია განხორციელდება მოსახლეობის საჭიროებებისა და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით.

ბათუმის მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაგრძობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და სერვისების განვითარებას არსებული სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შესაბამისად.