18.06.2025
ბათუმის პედაგოგთა მე-9 საქალაქო კონფერენცია

"დღეს ბათუმის პედაგოგთა მე-9 საქალაქო კონფერენციას დავესწარი, რომელიც დამაჯერებლად იკავებს ადგილს ჩვენი ქალაქის საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
ჩვენი გუნდისთვის განათლება იყო და რჩება პრიორიტეტად. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებული თაობა არის ქალაქისა და ქვეყნის წარმატებული მომავლის მთავარი საფუძველი. პედაგოგები კი, არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მომავალს ქმნიან. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ახალგაზრდების მიმართ გაწეული ყოველდღიური შრომისა და ღვაწლისათვის"-ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე