21.08.2025
ბათუმის საბავშვო ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წელი დასრულდა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგებმა პატარები ზაფხულის არდადეგებზე საზეიმო განწყობით გააცილეს და ბედნიერი დასვენება უსურვეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართა, რომელიც მოიცავდა ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებსა და აქტივობებს.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელსა და მშობელს ერთიანი ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის.