logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.09.2024

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე გაიხსნა


Image

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე გაიხსნა.
 

რეაბილიტირებულ შენობაში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი დაესწრნენ.
 

მერი და ელჩი ამერიკული კუთხის პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებსა და მოხალისე ლიდერებს შეხვდნენ. ისაუბრეს მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის მნიშვნელობასა და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ბათუმის ამერიკული კუთხე ახორციელებს.
 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.