logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.06.2025

ბათუმის „სასკოლო ლიგა 2025“ დასრულდა


Image

ბათუმის „სასკოლო ლიგა 2025“ დასრულდა.

ტურნირი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სპორტის 5 სახეობას მოიცავდა - მინი-ფეხბურთს, თაგ რაგბის, ტექბოლს, ქვიშის ფრენბურთსა და 3X3 კალათბურთს.

სასკოლო ლიგა ბათუმში უკვე მეოთხედ ჩატარდა და წელს სპორტულ აქტივობებში 500-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

სასკოლო ლიგა მინი-ფეხბურთის ფინალური შეხვედრებით დასრულდა.

ტურნირის ორგანიზატორია სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები - ბათუმის მერია და ბათუმის სპორტული ცენტრი.