05.09.2024
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს მეთერთმეტე სეზონს საზეიმოდ აღნიშნავს
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს მეთერთმეტე სეზონს საზეიმოდ აღნიშნავს.
ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, ახალგაზრდა ტალანტები წარდგებიან.
ფესტივალი, რომელიც ფონდ „ლირას“ ორგანიზებით ტარდება, UNESCO-ს მაღალი პატრონაჟითა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.