logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.11.2025 სიახლე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

საიუბილეო საღამოზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, ასევე, გამოვლინდნენ საპატიო დოქტორები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უნივერსიტეტების რექტორები, სასულიერო პირები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები.